კომპანია

აშენო არის ქართული კომპანია, რომელიც სრულიად ცვლის საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მომხმარებლისა და ბეტონის მწარმოებელი კომპანიების თანამშრომლობის პირობებს. ქმნის ინოვაციურ პროდუქტს – უზრუნველყოფს ბეტონის მიწოდების სრული ციკლის მენეჯმენტს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

სპეციალისტების მიერ შემუშავებული კონტროლის 4 ეტაპიანი მექანიზმი არის წინაპირობა თქვენი პროდუქტის უსაფრთხო გადაზიდვისა.

ხარისხი, რომელსაც ვაშენებთ, ქმნის მომავალს.

მისია და მიზნები

ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის შევქმნათ კომფორტული და მათთვის ეკონომიკურად მომგებიანი პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

ჩვენი მისიაა ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვის ზრდის ხელშეწყობა, რაც სათანადო ცოდნისა და პრაქტიკის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენ უზრუნველყოფთ აშენოს გუდნის თითოეული წევრის სრულად გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც ბაზარზე პროფესიონალი კადრების ზრდას შეუწყობს ხელს.