ბეტონის მიწოდების სრული ციკლის მენეჯმენტი

აშენოს გუნდი არის პირველი, რომელმაც მიიღო გამოწვევა, თქვა ახალი სიტყვა სამშენებლო ბაზარზე და აქვს ამბიცია შეცვალოს წარმოდგენა და დაამახსოვროს მომხმარებელს თავი მომსახურების მაღალი ხარისხით. ბაზარზე პირველებმა შემოვიტანეთ ბეტონის მიწოდების სრული ციკლის მენეჯმენტისა (ბეტონის ლოჯისტიკური მომსახურება) და მომსახურების ახალი მიდგომა – ბეტონის მიწოდების კონტროლის 4 ეტაპიანი მექანიზმი,
კერძოდ:

  1. სმს რეპორტინგი რეალურ დროში
  2. ჯიპიეს მომსახურება
  3.  ხარისხის  მართვის კონტროლის პანელი
  4. დალუქვის მექანიზმი

აშენოს გუნდის მიერ აღნიშნული მექანიზმები უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის კომფორტის, სიმშვიდისა და სანდოობის შექმნას. ჩვენი სერვისი გულისხმობს – შესრულდეს მომსახურება მაღალი სტანდარტებით, განსაზღრვულ ვადებში, უახლესი სამშენებლო ტექნიკით, კვალიფიციური და სრულად ეკიპირებული მძღოლებით, დამკვეთისათვის მიწოდების პროცესის კონტროლის და რეპორტინგის საშუალებით – ბეტონის მდებაორებისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომით.

ბეტონის დანადგარების მრავალფეროვანი არჩევანი

აშენო გთავაზობთ ბეტონის დანადგარების მრავალფეროვან არჩევანს , რათა ნებისმიერი სირთულისა და ტიპის  სამუშაომ არ შეუქმნას დაბრკოლება ჩვენს მომხმარებელს, დავზოგოთ მათი დრო, ენერგია და გავუწიოთ სრული მომსახურება.

წარმოგიდგენთ 2020-2022 წლის წარმოების უმაღლესი ხარისხის დანადგარებს:

  • მიქსერი
  • სტაციონარი ტუმბო
  • სტაციონარი ტუმბო გამწევზე
  • ავტოტუმბო
  • გამანაწილებელი ისარი
  • ბეტონის ბრონირებული მილები.

პროექტის ინდივიდუალური განხილვა

აშენოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტებისა და ხარისხის დამკვიდრება და შესაბამისი მომსახურების გაწევაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წარმატების განმსაზღვრელი არის გადამზადებული და კვალიფიციური გუნდი, რომელიც ჩართული იქნება პროდუქტიც შექმნის ყველა ეტაპში.

ვცდილობთ  დავნერგოთ და  ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ  მოქნილი და მათზე მორგებული  მომსახურება. თითოეულ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე ვახორციელებთ მის ინდივიდუალურ შესწავლას, რაც გულისხმობს – ტერიტორიის რელიეფის, მდებარეობის, არქიტექტურისა და სხვა მახასიათებლების სიღრმისეულ შესწავლას.

აღნიშნული გვეხმარება სასურველი შედეგის მიღებაში, რომ ყველა დამკვეთი იყოს სრულად ინფორმირებული, თუ რა სახის სპეც.ტექნიკის გამოყენებაა საჭირო, რათა მიიღოს კონკრეტულად მასზე მორგებული საუკეთესო პირობები და მომსახურება, რომელიც მოახდენს როგორც დროის, ასევე შრომითი და ფინანსური რესუსების ოპტიმიზაციას და დაზოგვას.